Wednesday, November 18, 2015

ტრენინგის მე-9 (დასკვნითი) დღე...
      თითოეულმა პედაგოგმა გააკეთა პრეზენტაცია...ჩემი პროექტის თემა იყო ,,კვება და ჯანმრთელობა".უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო განსხვავებული დღე, რამეთუ თვალსაჩინო გახდა,რა ვისწავლე,რა შევქმენი....როგორც ტრენერმა აღნიშნა,თავი გავართვი დავალებას.მადლობა...

Monday, November 16, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

     დღეს გავეცანით მოდულ 6-სს.კერძოდ, დავალებების დიფერენციაციას, რაც მე მჭირდება პროექტის გეგმის შესავსებად.ასევე გავეცანით ფასილიტაციას.ძალიან მრავალფეროვანია ,,მოსწავლეთა მხარდაჭერა", საიდანაც უნდა ავარჩიო სამი ნიმუში სუსტი, საშუალო და ძლიერი მოსწავლისათვის.შესაქმნელი მაქვს ჩემი პროექტისათვის ფასილიტაცია.
    ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება.

Thursday, November 12, 2015

ტრენინგის მე-7 დღე

   მთავარი თემა იყო შეფასების სახეები.(მოდული-2, აქტივობა-3).გავეცანით შეფასების რუბრიკებს.თვითშეფასებისა და თანატოლთა შეფასების ნიმუშებს.შევქმენი ჯგუფის შიგნით მოსწავლის შეფასების ნიმუში, რაც სახლში უნდა დავასრულო.
   დავბრუნდით პროექტის გეგმის შაბლონში და აქაც შევავსეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.მათი აღწერა უნდა დავასრულო შინ.
   

Monday, November 9, 2015

ტრენინგის მე-6 დღე


       პირველ რიგში ვისწავლე ვორდის დოკუმენტის გადატანა პრეზენტაციის ფურცელში.
       შემდეგ აღმოვჩნდი მოსწავლის როლში და ვიმუშავე პრეზენტაციაზე. ჩემთვის ახალი იყო საიტის მითითება( კოპირება ,,გამოყენებულ ლიტერატურაში", ჩემს საქაღალდეში).
     

Thursday, November 5, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

     ვიმუშავეთ წყვილებში,ერთმანეთს გავაცანით პროექტის შინაარსი,მონახაზი,და ვნახეთ, რამდენად ემთხვეოდა იგი ჩვენს პრეზენტაციას.ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.ამის შემდეგ დავუბრუნდით ,,ვმვ"-ს და გავწერეთ დავალებები ჯგუფებში კვირების მიხედვით.სახლში მოგვეცა დავალება, ამის მიხედვით ჩამოვაყალიბოთ ,,სასაწავლო რესურსები".
     საინტერესო და ჩემთვის უცხო იყო ბლოგში გვერდების შექმნა,სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. ,,სასარგებლო ბმულებში" დავლინკეთ საიტები.
     დავუბრუნდით მე-3 მოდულს და ამოვიღეთ,,გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი".ტრენერმა გაგვაცნო მომავალი შეხვედრის თემა.

Monday, November 2, 2015

ტრენინგის მე-4 დღე

   გავეცანით საშინაო დავალებას. გავაკეთე ჩასწორება...მოდული2-ის დახმარებით გავეცანით შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებს.
შევარჩიე ,,ვიცი,მინდა ვიცოდე", როგორც მეთოდი და ინსტრუმენტი.მართალია, სხვა მეთოდებიც ვნახეთ ,,რესურსებში'', მაგრამ მე ეს ავირჩიე. ვიმუშავე, შევავსე სქემა და ამის შემგედ ვიმუშავე პრეზენტაციის შაბლონში.
    სირთულე ნამდვილად არ იყო...თუმცა მაინც დამჭირდა შიგადაშიგ მარეხის დახმარება...