Thursday, October 29, 2015

ტრენინგის მე-3 დღე

    დღეს უშუალოდ ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში.ჩემთვის ადვილი გასაგები აღმოჩნდა სტანდარტებისა და ინდიკატორების მოძიება და შესაბამისება...ასევე მიზნის განსაზღვრა..ვნახეთ ,,ბლუმის ახალი ტაქსონომია"...ჩემს თემას შევურჩიე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან უნარები.სახლში დავალებად მომეცა, წავიკითხო და ვიმუშაო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითვებზე.     ერთადერთი, რაც გასააზრებელი მაქვს და არ გამომივიდა, არის გეგმის შინაარსი. ამაზე ვიმუშავებ.მადლობა!

Wednesday, October 28, 2015

ინტელის ტრენინგის 1-ლი და მე-2 დღე

      ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ,,ვიუერ"-ს.მის შინაარსსა და აგებულებას. ვისაუბრეთ, ჩვენი აზრით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი,რა არის მისი მიზანი და როგორ შეირჩეს აქტივობები...აღმოჩნდა,რომ ეს განსხვავდება იმისგან, რაც თურმე პროექტია სინამდვილეში...გავეცანით მოდულებს და შევქმენით საქაღალდე.საქაღალდეში შევიტანეთ ,,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები", ,,პროექტის გეგმა" და ა.შ.
       აღმოვაჩინე, რომ წლების მანძილზე, რასაც მე პროექტს ვარქმევდი,არ ყოფილა სრულყოფილი.იმასაც მივხვდი, რომ საინტერესო და ძალზე აუცილებელი იქნება ის, რასაც ეს ტრენინგი მომცემს.
       მეორე დღეს დავუბრუნდით მოდულებს და გავეცანით პროექტის მიზანი დეტალურად,რა უპირატესობა აქვს მას,რას ავითარებს მოსწავლეებში და ა.შ. საინტერესო და ახალი იყო პროექტის ბუკლეტის შექმნა.დასასრულ ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, რაც ყოველთვის მაინტერესებდა.
      ვასკვნი, რომ ძნელი არაფერია, თუ მოვინდომებ, მითუმეტეს, რომ ტრენერი საკმაოდ გასაგებად გვასწავლის...